ბევრი საინტერესო რამ ვისწავლე დღეს და რაც მთავარია გეგმაზე ვიმუშავე სერიოზულად...გავაკეთე ბუკლეტი, მგონი, არც ისე ცუდი...საინტერესო იყო საერთო სლაიდზე მუშაობა
воскресенье, 30 ноября 2014 г.
суббота, 29 ноября 2014 г.
რეფლექსია დღე მესამე
საინტერესო და შედეგიანი იყო... პროექტის მიზნებზე მუშაობა და გუგლის უფრო ახლოს გაცნობა
пятница, 28 ноября 2014 г.
რეფლექსია2დღე
რეფლექსია 2 დღე
კარგი იყო! დავიღალე :( ბევრი რამ გავიხსენე, იმედია, მოვახერხებ დავალების შესრულებას
კარგი იყო! დავიღალე :( ბევრი რამ გავიხსენე, იმედია, მოვახერხებ დავალების შესრულებას
понедельник, 24 ноября 2014 г.
რეფლექსია
ძალიან საინტერესო დღე იყო :) ჩემს მოლოდინს გადააჭარბა! სიმართლე გითხრათ მოლოდინები , როგორც ასეთი არ მქონია, აქ კი ჩემს მიერ უკვე ჩაფიქრებულ პროექტს ბევრი რამ მივამატე იდეაში, ამიტომ ჩემი მოლოდინი სამომავლოდ ამ ტრენინგისგან არის ის, რომ ზუსტად, ტექნიკურად გავმართავ ჩემს იდეას :) ვისწავლი საჭირო ინსტრუმენტების გამოყენებას ისე , რომ შევძლებ ჩემს მოსწავლეებს ვასწავლო იგივე, რომ ერთად ძალიან მაგარი პროექტი გამოგვივიდეს!
პატარა უფლისწული
ერთი პროექტის შესახებ
ჩვენ სამუდამოდ ვაგებთ პასუხს მათზე ვინც მივიჩვიეთ... ეგზიუპერის ეს სიტყვები, ალბათ, ყველა მასწავლებლის ცხოვრებისეულ კრედო უნდა იყოს !
ჩემი არის .
მართალია, ჩვენ ვერ ვიქნებით მთელი ცხოვრება ჩვენი მოსწავლეების გვერდით ფიზიკურად , ამიტომ სანამ ერთად ვართ, უნდა შევეცადოთ, ძალიან შევეცადოთ ვასწავლოთ, რომ ადამიანი გულით უკეთ ხედავს, ვიდრე თვალით, რადგან თვალით ვერ დაინახავთ იმას , რაც მნიშვნელოვანი და არსებითია. გულით ხედვა უნდა ვასწავლოთ ჩვენს ბავშვებს.
მათ ბავშვობიდანვე უნდა იცოდნენ, რომ არ არსებობს ქვეყნად სრულყოფილება და ამიტომ არ უნდა ეჩვენებოდეთ, რომ თითქოს იქ არის უკეთესი, სადაც ჩვენ არ ვართ.
სწორედ ამიტომ , ის ადგილი უნდა უნდა ვაქციოთ საუკეთესოდ და, შეძლებისდაგვარად, სრულყოფილად, სადაც ჩვენ ვცხოვრობთ! ყოველ დილით , როგორც კი თავს მოვიწესრიგებთ მოვაწესრიგოთ ჩვენი პლანეტა, ნებისმიერი სარეველა და საშიში ნერგი მოვაშოროთ ჩვენს პლანეტას, რომ ერთ დღეს ბაობაბებმა არ გაანადგურონ ჩვენი საცხოვრისი.
... მე განსაკუთრებული დამოკიდებულება მაქვს „პატარა უფლისწულისადმი“ . მე მახსოვს ჩემმა ძალიან ნაკითხმა ბიძამ, რომელსაც ჩემთვის მანამ უნახავი, უზარმაზარი ბიბლიოთეკა ჰქონდა ყველაზე დიდ ოთახში ( სადაც მისი ნებართვის გარეშე, ალბათ, მხოლოდ მე მქონდა შესვლის უფლება0, წასაკითხად მომცა პატარა წიგნი, არც ისე ლამაზად ილუსტრირებული, რომელშიც რაღაც ჯუნგლებზე და ასტეროიდებზე იყო საუბარი დასაწყისშივე, არც ისე მომეწონა, უფრო სწორად, სულაც არ მომეწონა და მხოლოდ ეს ნახატი დამამახსოვრდა.
მაგრამ ამით არ დამთავრებულა ჩემი და არც ისე ლამაზად ილუსტრირებული წიგნის ურთიერთობა. ჩვენ ისევ შევხვდით ერთმანეთს, სადღაც 15 წლის შედეგ.
შევხვდით და...
ამას ჰქვის მეორე ნახვით შეყვარება..
შევხვდით და...
დამატყვევა და დამიპყრო.
შევხვდით და ...
მას შემდეგ არ დავშორებივართ ერთმანეთს.
„პატარა უფლისწულს“ დიდი და საპატიო ადგილი უჭირავს ჩემს სამაგიდო წიგნებს „ოსტატი და მარგარიტასა“ და „მარადისობის კანონს“ შორის.
25 წლიანი პედაგოგიური მოღვაწეობის მანძილზე არაერთხელ წამშველებია პატარა უფლისწული კლასის მართვაში, კონფლიქტური სიტუაციების დარეგულირებაში, მოსწავლეებში თვითშეფასების ამაღლებაში, სოციალური უნარების განვითარებაში... რომელი ერთი ჩამოვთვალო.
არაერთხელ წაგვიკითხავს, გვისწავლია, დაგვიხატავს, დაგვიწერია და დაგვიდგამს მე და ჩემს მოსწავლეებს ეს ფეერიული ამბავი.
ასე რომ არა ერთხელ გამომიცდია ამ საოცარი ბრძენი ზღაპრის ძალა.
მაგრამ ნამდვილად არ მეგონა, იგივე შედეგი თუ მექნებოდა არაქართულენოვან ბავშვებთან ამ ზღაპრის შესწავლისას ქართულად. მაშინ , როცა ქართული ჩემი მოსწავლეებისთვის არა თუ მშობლიური,მეორე ენაც კი არ არის, ქართული მათთვის უცხო ენაა! და ამ უცხო ენაზე “პატარა უფლისწულის“ წაკითხვა, გააზრება, დასწავლა ძალიან დიდ სირთულეებთან უნდა ყოფილიყო დაკავშირებული , მაგრამ იმდენად მიყვარს ეს ოქროსფერთმიანი ბიჭუნა და მისი ნაცნობ- მეგობრები, რომ ვერ მოვითმინე და თავს უფლება მივეცი, მაშინ , როცა სახელმძღვანელო 5 წინადადებიან ცნობას გვაძლევს ეგზიუპერის შესახებ და ნახევარგვერდიან ამონარიდს ზღაპრიდან, წამეკითხა ჩემი მოსწავლეებითვის ეს ზღაპარი თავიდან ბოლომდე. დიახ, მე წამეკითხა, რადგან მინდოდა მათ დრო და რაც მთავარია ემოცია არ გაეხარჯათ უცხო სიტყვების ამოკითხვაში და თარგმნაში.
და დავიწყე კითხვა. ამ პროცესში მთლიანად ჩავდე ჩემი 25 წლიანი პედაგოგიური გამოცდილება, მსახიობური ნიჭი და სიყვარული.. და იცით, ამ ყოველივემ იმუშავა.. ბავშვები მისმენდნენ და ხვდებოდნენ, სასაცილო მომენტებზე , ეცინებოდათ სევდიან მომენტებში თანაგრძნობას ვხედავდი მათ თვალებში. იქ სადაც აუცილებელიიყო ჩემი ჩარევა აზრის უფრო ზუსტადგასაგებად ვცდილობდი ემოციური ფონის დაურღვევლად ამეხსნა, რატომ ატირდა ბავშვი ვარდების ბაღის დანახვისას, რისი დავიწყება უნდოდა ლოთს და რატომ მოეწონა უფლისწულს ყველაზე მეტად უცნაური მეფარნე.
პარალელურად ვიწერდით ეგზიუპერის გენიალურ გამონათქვამებს. მეორე დღეს ვიწყებდით ამ გამონათქვამების კითხვით, მოსწავლეების მიერ გადმოხატული უფლისწულის სამყაროს თვალიერებით და საკლასო ოთახში სახელდახელო გამოფენის მოწყობით და შემდეგ ისევ ვაგრძელებდით კითხვას.
ასე გაგრძელდა ორი კვირა,ამ ორივე კვირის განმავლობაში ჩემი მერვე კლასის 7 მოსწავლე პატარა უფლისწულის ცხოვრებით ცხოვრობდა, ცდილობდა გაეგო რა არის მეგობრობა, რატომ უშლის ხელს აზრის გაგებას ლაპარაკი, რატომ გადაიქცევიან ვარსკვლავები ამღერებულ ჭებად ან აკისკისებულ პლანეტებად... და ისინი ხვდებოდნენ ყოველივე ამას და , რაც მთავარია, ხვდებოდნენ ქართულად ( რადგან ვერსად ვიშოვე სოფელში პატარა უფლისწული სომხურად).
და აი , როცა ბოლო წინადადების წაკითხვის შემდეგ დაძაბული სიჩუმე ჩამოწვა,ერთ-ერთმა მოსწავლემ მორიდებით მითხრა : მასწავლებელო, ინტერნეტში მოვძებნი სომხურად და ცწავიკითხავო, ამ ინიციატივას სხვებიც აჰყვნენ და პირველივე შაბათ-კვირას მოაწყვეს ჯგუფური კითხვა ერთ მოსწავლესთან, შემდეგ კიდევ ერთხელ ქართულად. შედეგად ჩვენ მიერ ქართულად ჩაწერილ გამონათქვამებს სწორი და ზუსტი თარგმანი მიუწერეს და ამით უფრო კარგად გაიგეს ეგზიუპერის მთავარი სათქმელი.
ამასთან გადავწყვიტეთ გაგვეკეთებინა "დიდი წიგნი" , მათ მიერვე ილუსტრირებული, გავაკეთეთ გამოფენა მათი ნახატებისა და პლაკატების, გააკეთეს ძალიან კარგი პრეზენტაციები პოვერ პოინტში : "ვინ მიიჩვია პატარა უფლისწულმა", "პატრა უფლისწული და მისი ყვავილი", "მეგობრობა", ყველაზე საინტერესო გამონათქვამები". გარდა ამისა კლასი ემზადებაზღაპრის მხატვრული კითხვისთვის, რომელსაც გადავიღებთ და ავტვირთავთ იუთუბზე და ჩვენი ყველა ნამუშევარი აიტვირთება სპეციალურად შექმნილ ბლოგზე "პატარა უფლისწული".
მათ მიერ შექმნილი რესურსის გასაჯაროების პერსპექტივამ ბავშვებში კიდევ უფრო დიდი ინტერესი დაბადა და მოტივაცია გაზარდა და მუშაობენ თავდაუზოგავად. მშობლებიც კი "მსაყვედურობენ", რომ მათი შვილებისთვის ქართული გახდა ნომერ პირველი საქმე.
მიხარია, ნამდვილად მიხარია რომ შევძელი ჩემი მოსწავლეებისთვის ისევე შემეყვარებინა ჩემი უფლისწული, როგორც მე მიყვარს. მაგრამ იმასაც ვხვდები, რომ ჩვენ ვიტირებთ, როცა ჩვენი განშორების დრო მოვა, რადგან ჩვენ ერთმანეთი მოვიშინაურეთ , ანუ მივიჩვიეთ, თუმცა ნებისმიერი რამ რაც პატარა უფლისწულს გაგვახსენებს- ვარდი იქნება ეს, ვარსკვლავი, ჭა,თუ თავად წიგნი, ან მისი ავტორი ჩვენ ყოველთვის გაგვახსენდება ეს ბედნიერი დღეები , როცა მასწავლებელიც და მოსწავლეებიც შეპყრობილნი იყვნენ პატარა უფლისწულის იდეებით და ერთად ამზადებდნენ რესურსებს, რომლებიც წლების შემდეგაც გაგვახსენებენ იმას, რომ ქვეყნად არ არსებობს მაღაზი,ა სადაც მეგობრები იყიდება.
მეგობრობა და ერთიანობა კი , რომელიც ერთობლივ შრომაში იბადება გაუძლებს წლებსაც და მანძილსაც. ამიტომ მე და ჩემი მერვეკლასელები უკვე ძლიერი კავშირით ვართ ერთმანეთთან დაკავშირებული და ამ კავშირს "პატარა უფლისწული" ჰქვია.
Подписаться на:
Сообщения (Atom)